მეტი აქტუალური საკითხი აღარ არის ქვეყანაში თქვენი აზრით? – ასე პასუხობს ჟურნალისტებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კითხვაზე – ვინ და როდის დაიწყო ომი?
„მეტი აქტუალური საკითხი აღარ არის ქვეყანაში თქვენი აზრით? დღეს აქ რომ მობრძანდით, მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა. დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა“, – თქვა რიჟვაძემ.

