აგვისტოს ომი სააკაშვილისა და მისი გუნდის ღალატი იყო, გაწირეს ქვეყანა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ გამოწვია 2008 წლის ტრაგიკული ომი.
“თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა, განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს აი ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაიწრეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, თქვენთან საუბარს მე ვასრულებ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

