დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე “რუსთავი 2-თან” საუბარში აცხადებს, რომ თანამდებობას ნამდვილად ტოვებს.
მისივე თქმით, საქმე მიშვებული რომ არ იყოს ჯერ გეგმას დასახავენ და შემდეგ დატოვებს პოსტს.
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება სამინისტროში შეხვედრა, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

