თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, გთხოვთ, თავი დავანებოთ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თარიღი 8 აგვისტო საერთოდ არასდროს გამხარდა განხილვის საგანი.
“ძალიან სამწუხაროა, ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი, ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი, დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ.
მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო საერთოდ არასდროს გამხარდა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

