ახალი ამბები პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია – მედვედევი

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არ შევა კონფრონტაციაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია.

“რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. და ეს კარგად ესმით საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ შეაცდენენ ბედს და არ შევლენ კონფრონტაციაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია”, – აცხადებს მედვედვი.

იტვირთბა....