ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ უბიძგებდნენ სააკაშვილს აგრესიის განსახორციელებლად სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ.
“ეჭვგარეშე. ეს არის ერთიანი პროცესი და საერთო გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების და სხვა ანგლო-საქსური ქვეყნების სურვილია, შეძრას სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. როგორ? მეზობლების მეშვეობით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს.
ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ. იქ დიდი რაოდენობით ინსტრუქტორები გაგზავნეს ქართული ჯარის მობილიზებისთვის. იარაღით იყვნენ დატვირთული. ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ უბიძგებდნენ სააკაშვილს აგრესიის განსახორციელებლად სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ”, – აცხადებს მედვედვი.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

