უკრაინამ მელიტოპოლში რუსების განლაგებებს HIMARS-ით დაარტყა, – აღნიშნულის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
ფედეროვი წერს, რომ წინასწარი შეფასებით, განადგურებულია 100-მეტი რუსი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა.
“წინასწარი შეფასებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. 100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც იმ ღამეს დროებით ყაზარმებში იმყოფებოდნენ, კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო და მათი მშობლები უკვე ირჩევენ Lada-ს მანქანის მოდელს და ფერს”, – ამბობს მერი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

