ახალი ამბები მსოფლიო

BBC: ისრაელი და ისლამური ჯიჰადის მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

BBC-ის ცნობით, ისრაელი და ისლამური ჯიჰადის მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

როგორც მედია იუწყება ამ დროისთვის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ დღეებში მხარეებს შორის გამწვავებულ კონფლიქტს სულ მცირე 31 პალესტინელი შეეწირა და 200-მდე ადამიანი დაშავდა.

ცნობილია, რომ 6 აგვისტოს, გამთენიას, რადიკალურმა მოძრაობა ისლამურმა ჯიჰადმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. მათ დიდი ნაწილის განეიტრალება ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის აღმოსავლეთ რეგიონებში.

იტვირთბა....