ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ავარია გორთან – არსებული ინფორმაციით, დაშავდა 3 პირი, მათ შორის 2 ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევა ​კარალეთი-გორის მონაკვეთზე, – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.

ერთმანეთს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.

“მეტრონომი” დეტალებს შსს-ში არკვევს.

იტვირთბა....