ახალი ამბები მედია მთავარი

ახალი გადაწყვეტილება: რატომ გადავიდა “მაესტრო” სხვა სიხშირეზე?

 

“მაესტრო” მაუწყებლობას სხვა სიხშირეზე განაგრძობს. ცოტა ხნის წინ “TV 11”-ის სიხშირეზე “მაესტრომ” საცდელი მაუწყებლობა დაიწყო და ეთერში “რადიო მაესტრო” გადის. ეთერში “მაესტრო 24″-ის ლოგოც გამოჩნდა.

ამ გადაწყვეტილების ინიციატორები მამუკა ღლონტი და ბაჩო კიკაბიძე არიან.

როგორც „პოლიტკომერსანტს” „ტვ 11″-ის დამფუძნებელმა და „ღამის შოუს სტუდიის” ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა განუცხადა „TV 11″-მა გაცილებით ადრე შეწყვიტა მაუწყებლობა, რადგან კომპანიამ ვერ მოახერხა რეკლამის მოზიდვა.

“ჩვენ იმდენი ფული არ გვაქვს, რომ ისე ვიმაუწყებლოთ. ამიტომ ბოლო პერიოდში სულ გამეორებები გადიოდა და იდეაში ეს „მაესტროს” სიხშირე იყო”. – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, „მაესტრო 24″ ტელეკომპანია „მაესტროს” მეორე სიხშირე იყო, სადაც უწყვეტ რეჟიმში საინფორმაციო გამოშვებები გადიოდა. 2014 წლიდან კი, ამ არხზე დათო გოგიჩაიშვილი „ღამის შოუს სტუდიის” პროექტი „TV 11″ გამოჩნდა. მაშინ „მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებდა – „მაესტრო 24″-ის დამფუძნებლები კი იგივე ადამიანები არიან, ვინც „მაესტროსი” და მათ აქვთ პარტნიორობის ხელშეკრულება დათო გოგიჩაიშვილთან. ჩვენ ვიქნებით პარტნიროები”. რაც შეეხება 24 საათიან საინფორმაციო მაწუყებლობას, გადაბაძე ამბობდა რომ „24-საათიანი ახალი ამბები რომ გააკეთო, ჯერ უნდა არსებობდეს ამისი გარემო და მეორეც – ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ორ არხზე ამ რესურსის გაყოფა არის ან დაბალხარისხიანი პროდუქტი, ან ორჯერ უფრო ძვირი”.

“მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე დღეს ტელეკომპანიაში არ მისულა.

იტვირთბა....