aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა… არის ღვიძლის შემხები დაზიანება” – როგორ მდგომარეობაშია ექიმი, რომელიც კოლეგამ დაჭრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კოლეგა ექიმის მიერ დაჭრილი, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის, ექიმ გიორგი გალდავას მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ იმ კლინიკის ექიმმა განუცხადა ჟურნალისტებს, სადაც გიორგი გალდავაა მოთავსებული.

“52 წლის მამაკაცი შემოყვანილია შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული იყო მარჯვენა მხრის ძვალი, ასევე აღენიშნებოდა ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები, როგორც ტრავმატოლოგიის მხრივ, ისე ქირურგიული ჩარევა, ამოღებულია უცხო სხეული, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური”, – აცხადებს ექიმი.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

იტვირთბა....