კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში სროლა იყო. “კურიერის” ინფორმაციით დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა საკუთარმა კოლეგა ექიმმა დაჭრა. დაშავებულს სამედიცინო ჩარევა უტარდება.
არსებული ცნობით, თავდასხმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა და გიორგი გალდავა ხელისა და მუცლის არეშია დაჭრილი.

