aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე დედაენის ბარზე – საპირისპირო კამპანია მოჰყვა, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

როცა ვიღაც პროვოკატორი, რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, პროვოკაციაზე მიდის და რაღაც კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ, რომ ის პროვოკატორია. – ასე აფასებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დედაენის ბარზე რუსების მიერ განხორციელებული კიბერშეტევას.

“მინდა, განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა გუშინ მთელი დღის კამპანიაში. ამ ყველაფერს მეორე მხარე აქვს. როცა ვიღაც პროვოკატორი, რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, პროვოკაციაზე მიდის და რაღაც კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ, რომ ის პროვოკატორია. ნაციონალიზმს, ეროვნულობასა და ეთნიკურ ნიშანს კი არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ არის ვიღაც პროვოკატორი, რომელიც ამ შემთხვევაში მედლის მეორე მხარეა. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ერთი მხრივ ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ, მეორე მხრივ, კიდევ ხაზგასმით ვამბობ, რა ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მტრულად განწყობილი ქვეყნის თუ მოყვრულად განწყობილის, ხო უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი და ამ პროვოკაციაზე წამოაგო გარკვეულ პირთა წრე, თავისი ეროვნების წარმომადგენლები და შემდეგ ამას საპირისპირო კამპანია მოჰყვა, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ. პროვოკატორს უნდა დავარქვათ პროვოკატორი და შენ ამ პროვოკაციის განხორციელებაში ხელი არ უნდა შეუწყო. ხო უნდა მიხვდე, რომ შენი ქსენოფობიური კამპანია პროვოკაციებს ვერ დააზღვევს, პირიქით, გაამყარებს. ამ ხალხს ნუ აგიჟებენ და რაღაც განწყობების გაღვივებას, რომელიც ცუდ ამბებთან მიგვიყვანს, თავი დაანებონ. ვერანაირი გზით რომ ვერ ჩაგვითრიეს ომში, ახლა ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით და ამ რაღაც პიარ კამპანიების დაგეგმვით და ნაღმების აფეთქებით ცდილობენ იქამდე მისვლას, სადამდეც მანამდე ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ. იქნებ ერთმა კონკრეტულმა ქეისმა ჩამოანგრიოს ყველაფერი, რაც აქამდე ვერ მოვახერხეთო”. – თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....