aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვგმობთ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას – ევროპელი სოციალისტები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

მათი თქმით, პარტია კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.

“საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც დასტურდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის 1971 წლის N2758 რეზოლუციით.

ამასთან, 1975 წლის 1 აგვისტოს, ჰელსინკში მიღებულ იქნა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ მოაწერა ხელი და შეუერთდა.

აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ერთგულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებების და მიერთებულია არა ერთ კონვენციას, თუ ხელშეკრულებას, მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.

საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.

პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....