aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

🎥ვიდეო:”ტურისტები არ ყიდულობენ ქვეყანაში ბინებსა და მანქანებს, არ აარსებენ ბიზნესებს…” – გოგოტიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მე ქსენოფობი არ ვარ და ზოგადად, ქსენოფობია არ არის ის, როდესაც ითხოვ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. მე ვითხოვ, მხარს ვუჭერ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნას და არ არის ეს მარტო ამ პარტიის მოთხოვნა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის.

უამრავმა ქვეყანამ შეუზღუდა რუსეთის მოქალაქეებს საერთოდ ვიზების გაცემა. ჩვენზე გაცილებით დემოკრატიულმა შენგენის ქვეყნებმა და ეს ახსნეს საკუთარი უსაფრთხოებით. არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. “ქართულ ოცნებას” ერთი ადგილი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ გაამართლოს საკუთარი კაპიტულანტობა და ეძებს ახლა ბრალდებულებს, გოგოტიშვილს, მარგველაშვილს…

ტურისტები არ ყიდულობენ ქვეყანაში ბინებს, ტურისტები არ ყიდულობენ ქვეყანაში მანქანებს, ტურისტები არ აარსებენ ბიზნესებს. რუსეთის მოქალაქეები ბიზნესებს აარსებენ, მანქანებს ყიდულობენ, ბინებს ყიდულობენ. ესენი არ არიან ტურისტები, ესენი არიან მიგრანტები და მიგრანტებთან დაკავშირებით ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი პოზიცია, –  განაცხადა გოგოტიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

 

იტვირთბა....