aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

კობახიძე ოფიციალურად ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეა – გეგელია

  კობახიძე უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე. ჯერ კიდევ მარტში და ახლა უკვე დღეს, კობახიძემ რუსებს საქართველოში შესაძლო შემოჭრის პირდაპირი საბაბი მისცა, როდესაც თქვა, რომ საქართველოში რუსები ეთნიური ნიშნით იდევნებიან. ამაზე მეტი საბაბი რუსეთს არცერთი სამხედრო შეჭრის დროს არ დასჭირვებია.
aviabiletebi
ავიაბილეთები

კობახიძემ გაიმეორა და გაამყარა სწორედ ის რიტორიკა, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში შეჭრის წინ იყენებდა არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის გასამართლებლად. კობახიძის დანაშაული ორმაგად მძიმეა, რადგან მან შესანიშნავად იცის რას აკეთებს. ეს არც უნებლიე შეცდომაა და არც საკითხის გაუაზრებლობა. ეს არის კრემლის სცენარის გააზრებული გატარება ქართული ოცნების ხელით.

ამის შესახებინტერპრესნიუსის ცნობით განაცხადა პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა გრიგოლ გეგელიამ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

შეგახსენებთ, კობახიძემ თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს.

იტვირთბა....