aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„პიაცა ბათუმის” მენეჯმენტი ბოდიშს იხდის და განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პიაცა ბათუმის” მენეჯმენტი ბოდიშს იხდის და განცხადებას ავრცლებს.

როგორც ადმინისტრაცია განმარტავს, აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა დაუდგენელია რეალურად წარმოქმნილი პრობლემა არის ტექნიკური, თუ ჰაკერული შემოტევის მიზეზი.

“ტექნიკური ხარვეზის გამო „პიაცა ბათუმის“ Facebook-ის გვერდის ავტომოპასუხე, მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ ენაზე პასუხობს, რამაც სამართლიანად მათი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩვენი მხრიდან აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა დაუდგენელია რეალურად წარმოქმნილი პრობლემა არის ტექნიკური, თუ ჰაკერული შემოტევის მიზეზით. „პიაცა ბათუმის” მენეჯმენტი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას.” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....