ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინა: ერთ კვირაში HIMARS-ებით 10 სამეთაურო პუნქტი და 15 საწყობი გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსი დამპყრობლების სამეთაურო პუნქტების და საბრძოლო მასალის განადგურებას ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის დახმარებით.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა 4 აგვისტოს უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“კვირის განმავლობაში, ჩვენმა ჯარებმა (სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები), პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული HIMARS-ის წყალობით, დაარტყეს სხვადასხვა დონის 10-ზე მეტ სამეთაურო პუნქტს, მათ შორის დივიზიის დონის სამ სამეთაურო პუნქტს, 15 საწყობს და საბრძოლო მასალის, საწვავის და საპოხი მასალების ლოგისტიკურ ბაზას”, – განაცხადა გრომოვმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს აგრესორის სამი რადიოლოკაციური დაზვერვის სადგური.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ზალუჟნი: რუსეთის ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია

შეფერხება და რეგრესი სასამართლო სისტემის რეფორმაში – რა წერია EU-ს ანგარიშში

საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალიან პოლარიზებული – EU

სამკარისად არ იყო დაცული შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება – EU 5 ივლისზე

ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

EU-ს ანგარიშითს მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისზე იყო ზეწოლა, რაც პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე ხმამაღლა გამოხმაურებამ განაპირობა