ტურისტი რაც უფრო მეტი იქნება კარგია, ტურისტმა რა უნდა დაგიშაოს?. – ამის შესახებ “ოცნების” დეპუტატმა რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ტურისტს ნატრობდნენ და ხელგაშლილი საზღვარზე ხვდებოდნენ.
“ტურისტი რაც უფრო მეტი იქნება არ დააზიანებს ქვეყანას, პირიქით… წლები ვნატრობდით, ტურისტი შემოსულიყო, საზღვარზე ვხვდებოდით და ვეფერებოდით, როცა ტურისტი შემოდის ტურისტმა რა უნდა დაგიშაოს?” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ვასილ ჩიგოგიძემ.

