“პროპაგანდის მიზანი სეზონის ჩაშლაა… წლევანდელი სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
“მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა რაც მიმდინარეობს მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იყოს თავიდან აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული“ – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

