ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი” – კობახიძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უკი­დუ­რე­სად მცი­რეა რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ბტიფინგზე განაცხადა, 31 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის 110 ათას­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა.

11:50 / 05-08-2022
“საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი” – კობახიძე
“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, “სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს იმას, რომ უკი­დუ­რე­სად მცი­რეა რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ“.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნუ­ცხა­და, 31 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის 110 ათას­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე.

“31 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის 110 ათას­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის არის რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტი, ერთი დღით შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მძღო­ლი და ა.შ. სულ ჯამ­ში არის 110 ათა­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად სა­ცხოვ­რებ­ლად იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა იყოს მაქ­სი­მუმ 20 ათა­სი, სა­ი­და­ნაც შე­გახ­სე­ნებთ, რომ უამ­რა­ვი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლია. მი­ლი­ო­ნამ­დე ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც არის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია, რომ ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლე­ბი, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. აქე­დან რამ­დე­ნია ქარ­თვე­ლი, და­ზუს­ტე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ასეც და ისეც, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვიდ­ნენ, მუდ­მი­ვად ან ხან­გრძლი­ვი ვა­დით ცხოვ­რე­ბის გან­ზრახ­ვით, არის უკი­დუ­რე­სად მცი­რე. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამ ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ავ­რცე­ლე­ბენ, არის ცა­რი­ე­ლი სიც­რუე, სპე­კუ­ლა­ცია და მა­ნი­პუ­ლა­ცია“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

იტვირთბა....