ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა” – კობახიძე

“თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე, მოქალაქეებს მოუწოდა გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ კამპანიას.

ამასთან, კობახიძე ამტკიცებს, რომ ქსენოფობიური კამპანიის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

“თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა, შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსრიდა, როდესაც საქართველოში 3 წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს, თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ, ქსენოფობია და შოვინიზმი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....