ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: ქსენოფობიაზე საუბარი სახელმწიფოს უსაფრთოების კონტექსტში, ეს არის აშკარად პროვოკაცია და დანაშაული

ექსპერტი პოპლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლების უგუნურმა პოლიტიკამ რუსულ მიგრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში ძალიან სახიფათო ვითარება შექმნა.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, საუბარი არ არის რუს ტურისტებზე, არამედ ლაპარაკია ექსპანზიაზე, ხოლო მთავრობა ამ ყველაფერს ქსენოფობიას ეძახის.

“ეს არის საკონტროლებელი ვითარება. სამწუხაროდ, არის ვაკხანალია, ძალიან სახიფათო ვითარება შექმნა ხელისუფლების გაუაზრებელმა, უგუნურმა და მე ვიტყოდი პროვოკაციულმა პოლიტიკამ რუსულ მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ტურისტებზე. ხელისუფლება კი ცდილობს, რომ ისაუბრობს ტურისტებზე, ქსენოფობიაც კი ახსენეს, კრემლსაც კი არ უკადრია ქსენოფობიისთვის დაებრალებინა ეს კითხვები, რაც ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იკადრეს. იმიტომ, რომ ქსენოფობიაზე საუბარი სახელმწიფოს უსაფრთოების კონტექსტში, ეს არის აშკარად პროვოკაცია და ხელისუფლების დანაშაული. ქსენოფობია არაფერ შუაში არ არის, მეტსაც გეტყვით – ტურისტებიც არაფერ შუაში არ არიან. ტურისტი, რომელიც ჩამოდის ორი კვირით დასასვენებლად და მიდის ღმერთმა ხელი მოუმართოს. აქ საუბარია ექსპანსიაზე, რომელიც ხორციელდება ბინადრობასთან დაკავშრებით, ჩამოდიან, უპრობლემოდ ხსნიან ანგარიშებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას, მკვიდრდებიან საქართველოში და თავს გრძნობენ არა სტუმრებად, არამედ პატრონებად”, – ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით დასავლეთთან ბრძოლაში რუსეთის მხარეს იჭერს.

“ამ გლობალური ომის კონტექსტში, როდესაც ისინი ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ აქტივობას ეწევიან და ეს ეკონომიკური აქტივობა, ფაქტობრივად, რუსეთის მხრიდან მიმართულია სანქციების გვერდის ავლის დალაგებაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე მონაწილეობს ამ გლობალურ ომში დასავლეთსა და რუსეთს შორის რუსეთის მხარეს. დასავლეთს ერთ-ერთ მთავარ იარაღად ეკონომიკური იარაღი – სანქციები აქვს გამოცხადებული და თუ ჩვენ ასეთი პოლიტიკით, ფაქტობრივად, ვეხმარებით რუსეთს ამ ეკონომიკურ ომში, ე.ი. იმათ მხარეზე ვიბრძვით. რა მნიშვნელობა აქვს ტანკებით იბრძვი, თუ რუსეთს ეხმარები, რომ საქართველოშ ტანკების საყიდელი ფული იშვოს, ეს ხდება. ხელისუფლება ცდილობს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე გველაპარაკოს. ისეთი ინფლაციაა ქვეყანაში, რომ ეს ციფრებში გამოხატული ეკონომიკური ზრდა დიდი ხანია შეჭამა. საშალო სტატისტიკური ქართველი კი არ მდიდრდება. ვითომ ეკონომიკური ზრდის შედეგად, პირიქით, უფრო ღარიბდება. ეს არის მოცემულობა”, – ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველა საფრთხეს ხედავს, მაგრამ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ პოლიტიკას ეწევა.

იტვირთბა....