დღეს უკრაინის პორტებიდან 3 სიმინდით დატვირთული გემი გავა. – ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თვდაცვის მინისტრმა გაავრცელა.
ორი გემი გაემგზავრება ჩერნომორსკის პორტიდან, ერთი კი ოდესიდან. გემებზე სულ 50 000 ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდია.
მისი თქმით, შემოწმების შემდეგ ცარიელი გემი, რომელმაც სტამბულში მარცვლეული ჩიტანა, სავარაუდოდ, უკრაინაში დაბრუნდება.
ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებში ათი გემი უკვე დატვირთულია მარცვლეულით და მზად არის გასასვლელად.

