ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარიუპოლში მწვავე ინფექცია მძვინვარებს, შემთხვევათა ნახევარი ბავშვები არიან

რუსი დამპყრობლების მიერ დატყვევებულ დონეცკის ოლქში, მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს.. – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

ამ დროისთვის ოფიციალურად დაავადების 17 შემთხვევა დასტურდება, რომელთა ნახევარი ბავშვია.

ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ დამპყრობლების აზრით, ინფექციის გავრცელების მიზეზი საკვებია.

ქალაქის მეთაურის მრჩეველმა მარიუპოლის მცხოვრებლებს ხელების დაბანა, ვადაგასული საკვების ჭამა და წყალის ადუღება ურჩია.

“… გასულ კვირას გამოკვლეული 23-დან მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. ნახევარი ბავშვია.“, – განაცხადა მრჩეველმა.

იტვირთბა....