ზუგდიდში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა. შემთხვევის დროს ისინი გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თინეიჯერი კი მძიმე მდგომარეობაში, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა. კვლევების ჩატარების შემდეგ, მას სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

