ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსების კიდევ ერთი სუსტი წერტილი ხერსონში – რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ადასტურებს უკრაინელი სამხედროების მიერ 1 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხერსონის ოლქში დაიბომბა რუსეთის სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.

“ხერსონში რუს სამხედროებს კიდევ ერთი სუსტი წერტილი გაუჩნდათ”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ დარტყმის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, ხერსონის და ყირიმის დამაკავშირებელმა რკინიგზამ გამართულად იმუშაოს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რკინიგზის შეკეთების შემდეგაც, ეს მონაკვეთი რუსი სამხედროებისა და ყირიმიდან მათი მომარაგების მარშრუტის სუსტ წერტილად დარჩება.

იტვირთბა....