ზუგდიდში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თინეიჯერი კი მძიმე მდგომარეობაში, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.