aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“ანესთეზიის დასაწყისში დაიწყო პრობლემები…ოპერაცია ჯერ არ იყო დაწყებული…” – ექიმი 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექიმი, რომელსაც 7 წლის ბავშვისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, აცხადებს და ადასტურებს, რომ გართულება ანესთეზიის დროს დაიწყო.

როგორც “მთავარი არხი” წერს, ყველა ის ექიმი, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის დროს საოპერაციოში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა.

ასევე, გამოკითხეს ანესთეზიოლოგიც, რომელსაც დაღუპული ბავშვის ოჯახი მომხდარ ტრაგედიაში ადანაშაულებს.

“რა თქმა უნდა, [ჟურნალისტი: გამოკითხვაზე თუ ბრძანდებოდით? მიაწოდეთ ინფორმაცია?] – რა თქმა უნდა ბატონო, რატომ არ უნდა მიმეწოდებინა. გუშინ ღამე დასრულდა [გამოკითხვა]. ოპერაცია ჯერ არ იყო დაწყებული [როცა უბედური შემთხვევა მოხდა]. ანესთეზიის დასაწყისში დაიწყო პრობლემები. ანამნეზში არაფერი არ ჰქონდა, ეს იყო მესამე ჩარევა, ორივე ჩარევა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე, ანამნეზშიც არაფერი არ იყო. არაფერი ნახსენები არ იყო. ორჯერ ოპერაცია გაკეთებული ჰქონდა წარსულში, 2-3 წლის წინ. [ჟურნალისტი: რეგულირების სააგენტოსთან თუ გქონდათ გასაუბრება?] რა თქმა უნდა, ბატონო. ეს ყველაფერი გუშინვე დაიწყო”, – ამბობს ექიმი “მთავართან” სატელეფონო საუბარში. 

ცნობისთვის, ტრაგედია გუშინ თბილისში, მანაგაძის კლინიკაში მოხდა. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, საოპერაციოდ მომზადების დროს, ბავშვი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.

ასევე ცნობილია, რომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

იტვირთბა....