ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

როგორც ცნობილია, ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოკვლევა უკვე დაწყებულია. იქნება თუ არა მოკვლევის დასრულებამდე რაიმე სანქცია გამოყენებული კლინიკის მიმართ, უცნობია.

“მომართვა არ ყოფილა, მაგრამ ფაქტზე რეგულირებამ დაიწყო შესწავლა და შესწავლის შედეგად უკვე გაირკვევა ყველაფერი და გახდება საჯარო. ვერ გეტყვით შუჩერდება თუ არ შეუჩერდება [საქმიანობა] უნდა იყოს შესწავლილი და შესწავლის შემდეგ რაც გამოვლინდება, ამის მიხედვით შესბამისი რეგირება იქნება”, – ამბობს ლილი გოგოხია, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმნიანობის რეგულირების საააგენტოს პიარი “მთავართან” სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი ოპერაციის დროს დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს.

იტვირთბა....