ახალი ამბები მსოფლიო

BBC: ამერიკული ავიამზიდი “რონალდ რეიგანი” ტაივანისკენ დაიძრა

ამერიკული ავიამზიდი “რონალდ რეიგანი” ტაივანისკენ დაიძრა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ეს არის დაგეგმილი პატრულირების ოპერაცია, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის მხარდასაჭერად ხორციელდება.

”რონალდ რეიგანი” და მისი დამრტყმელი ჯგუფი მიემართებიან ფილიპინების ზღვაში და განაგრძობენ დაგეგმილ ოპერაციებს, როგორც რუტინული პატრულირების ნაწილს თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მხარდასაჭერად”, – თქვა ხუთშაბათს საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო.

შეგახსენებთ, პელოსის ვიზიტმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

იტვირთბა....