ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო სწავლება დატვირთულ საზღვაო მარშრუტებზე გაიმართება.
შეგახსენებთ, პელოსის ვიზიტმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

