მანაგაძის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ მოატყუეს და ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა.
მისივე თქმით, ითხოვს ჩატარდეს სათანადო ექსპერტიზა და დადგინდეს რა გახდა რეალურად გარდაცვალების მიზეზი.
“წინა დღეს გაუკეთეს, გუშინწინ გაუკეთეს ყველა ანალიზი, ყველაფერი აუღეს და ყველაფერი კარგი ჰქონდა. გუშინ დილის 9 საათზე დაგვიბარეს, რომ ბავშვი უჭმელი მიგვეყვანა და ოპერაცია ჩატარებულიყო. 12-ს რომ აკლდა [წუთები], გამოგვიძახეს საოპერაციოდ. მე ზევით ავყევი ბავშვს, ნარკოზის გაკეთების დროს ბავშვმა მითხრა, ნარკოზის ნემსი რომ შეუყვანეს, მაშინათვე თქვა ბავშვმა, დედა ვიხრჩობიო. ასე მოიკიდა ხელი, ვიხრჩობიო და თვალი გადააბრუნა.
მე გარეთ გამომიყვანეს უცებ, ეს ნარკოზმა იცისო. მე არ ვიცოდი. არ ვიცოდი, თორემ არ დავტოვებდი. ქირურგიული ჩატარება მოხდა მაგრამ გართულება მოჰყვაო, მომატყუეს. მე ჩემს შვილს გავხადე და არ იყო ქირურგიული ჩარევა, საერთოდ არ იყო ხელი მოკიდებული ბავშვზე.
ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. ზედმეტი გაუკეთეს, ზედმეტი. თუ არ იცოდნენ, რატომ გაუკეთეს. გავასაჩივრებ, ის ნარკოზისტი შემახვედროთ. აუცილებლად გავასაჩივრებ და ექსპერტი გაუკეთებს ჩემს შვილს და რის ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი, მე უნდა ვიცოდე”, – ამბობს ბავშვის დედა.
ცნობისთვის, ტრაგედია გუშინ თბილისში, მანაგაძის კლინიკაში მოხდა. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, საოპერაციოდ მომზადების დროს, ბავშვი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.
ასევე ცნობილია, რომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

