ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ “მაესტროში” დაცვა გააძლიერეს

ტელეკომპანია “მაესტროში” დაცვა გააძლიერეს. შენობის პერიმეტრზე დამატებით დაცვის სამსახურის წარმომადგენლები განლაგდნენ.

მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე ამბობს, რომ ძმები, ლევან და გია გაჩეჩილაძეები, შენობაში ვერ შევლენ, რადგან ეს შენობა ტელეკომპანიის სხვა დამფუძნებელს, მაკა ასათიანს, ეკუთვნის.

დღესვე საჯარო რეესტრი ბაია გადაბაძის მოთხოვნას განიხილავს. ის მოითხოვს, გარკვეული დეტალების ბოლომდე გარკვევამდე, საჯარო რეესტრმა “მაესტროს” გენერალური დირექტორის ცვლილება არ დაარეგისტრიროს.

 

 

იტვირთბა....