პარტია “გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილს შორის უფსკრულია.
მისივე თქმით, მელიამ თავისი განცხადებებით, თქვა რომ იჯდეს მიშა ციხეშიო.
“ნაცმოძრაობა” გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, დაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს გვერდით… მელიას განცხადებები, იყო რომ იჯდეს ციხეშიო. ადამიანი [მელია] იძახის, რომ თუ ივანიშვილს არ დავამარცხებთ, სააკაშვილს არაფერი ეშველებაო, 10 წელია მაგას ვერ შვება და რა გარანტია აქვს, რომ ახლა მოხდება. რა ევალება მელიას დაეხმაროს? თუ თქვა ის, რომ თქვას ადვოკატის საქმეაო. უფსკრულია პრეზიდენტს და მის პარტიას შორის.” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

