აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ჭკვიანური იქნება, თუ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გადადგება” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჭკვიანური იქნება, თუ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გადადგება.

„მისი გადასაწყვეტია ის, თუ რისი გაკეთება სურს. ვფიქრობ, თანამდებობიდან გადადგომა ჭკვიანური იქნება. თუ კატეგორიულ პოზიციას დაიკავებს, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება, როდესაც ამას გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, უკვე მეორე დღეა, აშშ-ის სანაპირო დაცვა კიდევ ერთი ნავთობტანკერის დაკავებას ცდილობს. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ვენესუელამ შეერთებულ შტატებს არაერთი პრობლემა შეუქმნა, მათ შორის, ათასობით მიგრანტისა და დამნაშავის აშშ-ში გაგზავნა.

„ვენესუელამ საშინელი რამ ჩაიდინა შეერთებულ შტატებში. მათ ასობით ათასი ადამიანი, მილიონობით ადამიანი გაგზავნეს ჩვენს ღია საზღვარზე. მათ გამოგზავნეს თავიანთი დამნაშავეები, პატიმრები, ნარკოდილერები. მათ გამოგზავნეს თავიანთი გონებრივად შეშლილი და არაკომპეტენტური ხალხი“,- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს. შეერთებული შტატები ვენესეულას სანაპიროსთან სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, აშშ-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.

იტვირთბა....