ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე რუსეთ-ბელარუსთან სავიზო რეჟიმზე: ტურისტული მიმართულების განვითარება უმნიშვნელოვანესია, ხელს შევუწყობთ

ტურისტული მიმართულების განვითარება უმნიშვნელოვანესია, ხელს შევუწყობთ, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე “ლელოს” ინიციატივას, რომელიც რუსეთთან და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას გულისხმობს.

კალაძის თქმით, ტურისტული მიმართულების განვითარება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის გაძლიერებასთან.

“ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას და ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მიმართულების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ზოგადად ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ა.შ.”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.

იტვირთბა....