“მთავარი არხის” ინფორმაციით, ვარკეთილში, ე.წ სვანების ბაზრობასთან ავტომობილი ქალს დაეჯახა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 72 წლის ქალი მეეზოვედ იყო დასაქმებული.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
“მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

