უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს „ერთნაირქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა.
მისივე თქმით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ეფუძნება ქალისა და მამაკაცის თავისუფალ თანხმობას (მუხლი 51). უკრაინის კონსტიტუცია არ შეიძლება შეიცვალოს ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს (უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი).
“მადლობა ყველას, ვინც შეუერთდა ამ პეტიციას აქტიური სამოქალაქო
პოზიციისთვის.
თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული საზოგადოების დონე იზომება, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას. თითოეული მოქალაქე სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მასზე ვრცელდება უკრაინის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება. ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია თავისი ღირსებითა და უფლებებით. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განუყოფელი და ხელშეუხებელია (უკრაინის კონსტიტუციის 21-ე მუხლი). უკრაინის საოჯახო კოდექსი განსაზღვრავს, რომ ოჯახი არის საზოგადოების უპირველესი და მთავარი ერთეული. ოჯახი შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ერთად არიან, ცხოვრობენ, არიან დაკავშირებული საერთო ცხოვრებით, აქვთ ორმხრივი უფლებები და მოვალეობები.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ეფუძნება ქალისა და მამაკაცის თავისუფალ თანხმობას (მუხლი 51). უკრაინის კონსტიტუცია არ შეიძლება შეიცვალოს ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს (უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი).
ამავდროულად, მთავრობამ შეიმუშავა გადაწყვეტილების ვარიანტები უკრაინაში რეგისტრირებული სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამკვიდრებისა და უზრუნველყოფის სამუშაოების ნაწილი.
უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს ადამიანებისა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მივმართე უკრაინის პრემიერ-მინისტრს ელექტრონულ პეტიციაში დასმული საკითხის განხილვისა და შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმირების მოთხოვნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

