ახალი ამბები მსოფლიო

“აშშ-ის დაუსჯელობის დემონსტრირების სურვილი” – ლავროვი პელოსის ტაივანში ვიზიტზე

საკუთარი დაუსჯელობის დემონსტრირების სურვილი, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.

ლავროვის თქმით, ვერ ხედავს სხვა მიზეზს, რატომ შეიძლება გადაედგათ ასეთი გამაღიზიანებელი ნაბიჯი.

“ეს სწორედ ის ხაზებია, რაზეც ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში ვსაუბრობდით. ეჭვი არ მეპარება – ეს არის საკუთარი დაუსჯელობის დემონსტრირების სურვილი და განაცხადი: მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ვერ ვხედავ სხვა მიზეზს, რატომ შეიძლება გადაედგათ ეს გამაღიზიანებელი ნაბიჯი. კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის”, – აცხადებს ლავროვი.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსი ტაივანში გუშინ ჩავიდ.

ხოლო პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

როგორც ირკვევა, პელოსის ტაიპეიში ჩასვლის შემდეგ ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთავდნენ.

ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

იტვირთბა....