ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ – აღნიშნულის შესახებ BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
მისივე ცნობით, ისინი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავები არიან.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში საჰაერო განგაში სიგნალების ხმა ისმის.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა.
ხოლო პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.
ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.
29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.