ახალი ამბები მსოფლიო

“ჩვენ ტაივანს არ მივატოვებთ” – ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა.

პელოსის თქმით, აშშ ტაივანს არ მიატოვებს და ახლა მათი მხრიდან გამოხატული სოლიდარობა გადამწყვეტია.

„დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ, ჩამოვიდა ტაივანში, რათა ცალსახად განემარტა, რომ ჩვენ არ დავტოვებთ ტაივანისადმი ერთგულებას და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანთან გადამწყვეტია”, – აცხადებს პელოსი.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსი ტაივანში გუშინ ჩავიდ.

ხოლო პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

როგორც ირკვევა, პელოსის ტაიპეიში ჩასვლის შემდეგ ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ.

ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

იტვირთბა....