ახალი ამბები საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა დღეს გაიმართა და პრეზიდენტმა ილია მეორეს ილიაობის დღესასწაული მიულოცა.

“პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ხაზი გაუსვა რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას. ქალბატონმა სალომემ მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო“, – წერია განცხადებაში

იტვირთბა....