ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთ-ჩინეთის უაღრესად სახიფათო ტანდემის ფორმირება კიდევ უფრო აშკარა ხდება – ხუხაშვილი

[su_quote]მე არ ვიცი, რა გათვლა აქვს აშშ-ს ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლო რისკები უკვე სახეზეა:
1. კიდევ უფრო აშკარა ხდება რუსეთ-ჩინეთის უაღრესად სახიფათო ტანდემის ფორმირება.
2. დღემდე მთელი დასავლეთი კონცენტრირებული იყო უკრაინაზე. ახლა, თუნდაც დროებით, მოხდება რესურსების გადანაწილება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომისთვის შესაძლოა პრობლემატური გახდეს.
თუ მაინც და მაინც ლოგიკა გვინდა ვიპოვოთ ამ მოვლენებში, ის შეიძლება ასე გამოიყურებოდეს – აშშ-მ საბოლოოდ გადაწყვიტა სიცხადე შეიტანოს სამყაროში და ფრონტის ხაზი გაატაროს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის.
ნეტა, ჩვენ ფრონტის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით?!…[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

იტვირთბა....