ახალი ამბები სამართალი

კიდევ ერთი ავარია ტრაგედიით დასრულდა- 1 გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

‘ინტერპრესნიუსის” ცნობით, ავარიის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ორი კი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მათი რეფერირება თბილისში, პროფილურ კლინიკაში განხორციელდა.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხასთან მოხდა, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომობილი გარეგანათების ბოძს შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. “მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

იტვირთბა....