2 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის მასშტაბით უკვე 1054 დასახლებული პუნქტი აქვთ რუსი ოკუპანტებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს. მისი ცნობით, იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებსაც აქამდე რუსი ჯარისკაცები იკავებდნენ, განადგურბული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“დღეის მდგომარეობით, უკვე 1054 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყველა ტერიტორიაზე გრძელდება ოპერატიული აღდგენითი სამუშაოები”, – განაცხადა ტიმოშენკომ ბრიფინგზე.