ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კოჩანა, ირო კოჩანა – ლამაზად ჟღერს მეგრულად… ეს არის ჩემი სიტყვები, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, ნიშნავს კაცობას

ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ჯუმბერ იზორიამ ქალაქის ცენტრში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა.

გამონათქვამი ძეგლზე მეგრულ ენაზეა დატანილი: “კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა”, რაც ნიშნავს: “კაცობა, მუდამ კაცობა, არ უნდა ამას დაფიქრება”.

“მეტრონომი” დაინტერესდა თუ რატომ გადაწყვიტა დეპუტატმა საკუთარი გამონათქვამისთვის ძეგლის დადგმა.

“ამაზე რა პასუხი გაგცეთ, ეს არის ჩემი სიტყვები, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, ნიშნავს კაცობას, კაცურად ცხოვრებას და ლამაზად ჟღერს მეგრულად. ახლა ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს სახლში, ჩემს ქვაზე რას მივაწერ, რატომ უნდა იყოს პრობლემა, ვერ გავიგე?! ქალაქის ცენტრიდან მოშრებითაა, კუთხე ადგილია, მაინდამაინც ხალხმრავლობა არაა, კერძო საკუთრებაა, ვიპოვე ლამაზი ქვა და მივაწერე”, – ამბობს იზორია “მეტრონომთან” საუბრისას.

იტვირთბა....