ახალი ამბები სამართალი

VIDEO: ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა – ჯიჯეიშვილი

“ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ… ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა”,- აღნიშნულის შესახებ მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა რამდენიმე დღის წინ ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. კუკავას გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული ჭრილობა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
გამოძიება გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იტვირთბა....