ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის, სერგეი ბრატჩუკის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების 16 სამხედრო ობიექტი – საბრძოლო მასალის 12 საცავი და 4 ბაზა გაანადგურა.
“დღის განმავლობაში დემილიტარიზებულია 12 საბრძოლო საცავი და 4 რუსული ბაზა”, – წერს ბრატჩუკი.
მისივე ინფორმაციით, განადგურებული ობიექტები 15-მდე რაიონში იყო განლაგებული.