ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთ ვიწრო ხეობაში ამხელა ვერტმფრენის შეშვება შეცდომა იყო” – პილოტი გიორგი ფარჯიანი

[su_quote]ამ პილოტების პროფესიონალიზმზე არ ვილაპარაკებ, რადგან საკმაოდ გამოცდილი პილოტი მართავდა პარაპლანს და ვერტმფრენის პილოტზე ხომ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი – უპროფესიონალესი ადამიანი იყო, მაგრამ ნებისმიერს შეიძლება მოუივიდეს მსგავსი შემთხვევა. პრობლემა იმაშია, რომ ასეთ ვიწრო ხეობაში, ასეთ ტურბულენტურ ადგილას, ჩემი აზრით, არასწორი იყო ამხელა ვერტმფრენის შეშვება. არ გვყავს ალბათ სხვა ვერტმფრენი, მაგრამ ამხელა რაღაცის მანდ შესვლა იყო ძალიან დიდი რისკის ტოფასი და გმირები არიან ის ადამიანები, ვინც გარისკეს, შევიდნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ ეს ყველაფერი[/su_quote]

ამის შესახებ სვანეთში პარაგლაინგის დამფუძნებელმა, პილოტმა გიორგი ფარჯიანმა TVპირველის ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, გუდაურში, პარალპლანისტი ტურისტთან ერთად კლდეს შეეჯახა. მათ გადასარჩენად ადგილზე მისული ვერტმფრენი კი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია ტურისტი.

იტვირთბა....